Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე: სახელმწიფოს 4 639 234 ლარის ზიანი მიადგა

22 დეკემბერი, 2016 12:52

„ეს მართლაც საქვეყნო რისკი იყო. ვფიქრობ, ამ ნაბიჯით სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობისთვის 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირის დაკავებას.

„გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით მართავდა მონიტორინგს და გარკვეულ შემთხვევებში უწერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები არ იხდიდნენ ამ ჯარიმას, იმავე მისამართზე, იმავე ქონებას არეგისტირებდნენ როგორც სხვა შპს-ს თავიანთი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე და განაგრძობდნენ იმავე საქმიანობას", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ტაბლეტირებული სეგმენტი გახდა ძალიან დიდი საფრთხე ახალგაზრდებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობისთვის 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი დააკავა. სამსახურის ინფორმაციით, ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათ ბრალი ედებათ  თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდებაში.

„გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების, შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ აფთიაქს აჯარიმებს ადმინისტრაციული წესით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ  მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დადგენილია, რომ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიერ დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები არ იხდიდნენ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას და უკვე არსებული საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები. შესაბამისად, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ჯარიმის გადახდის გარეშე, ახალი შპს-ების სახელით, მასშტაბურად აგრძელებდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას, იგივე თანამშრომლებითა და აქტივით, იმავე მისამართებზე. 

ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53 ავტორიზებული აფთიაქების გამოყენებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით, თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით, გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4 639 234 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რათა გამოვლენილ იქნას სხვა ორაგანიზებული ჯგუფები და აღიკვეთოს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით" - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^