Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტრო საპატრიარქოს სკოლა-პანსიონს 280 000 ლარს გამოუყოფს

29 დეკემბერი, 2016 13:22

დღეს მთავრობის სხოდმაზე განასხილველი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა „საქართველოს საპატრიარქოს  წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევის“ საკითხი. კერძოდ პროექტის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს დაევალა ფინანსური დახმარება გაუწიოს სკოლა-პანსიონს.

განათლების მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრო საპატრიარქოს მართვაში არსებულ სკოლა-პანსიონს 280 000 ლარით დაეხმარება.  

„ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალ წლებში შევიმუშაოთ ზოგადად პანსიონების ქსელის განვითარების ერთიანი სისტემა. თქვენ გეცოდინებათ, რომ წინა წლებში საქართველოში ძალიან ბევრი პანსიონი მუშაობდა ბევრ რეგიონშიც და თბილისშიც. წლების განმავლობაში ეს პანსიონები განადგურდა. ბევრი ახალგაზრდაა, ზოგი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, ზოგი სპეციალური საჭიროების მქონე, ზოგიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ვისთვისაც დიდი სიკეთე იქნებოდა პანსიონური მომსახურება და ასეთი სწავლება.
ცალკეული ნათელი წერტილები გვაქვს და ეს სკოლა არის ერთ-ერთი ასეთი ნათელი წერტილი. ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს შეიკედლებენ, სადღაც 100-მდე მოსწავლეს. მათ შეექმნათ მატერიალური სირთულე სხვადასხვა პირობის გამო, ერთჯერადი დახმარებისთვის მოგვმართეს და იმედია, უფრო ფართო პროგრამა გვექნება საერთოდ, საპანსიონო... ამის საჭიროებას ვხედავთ და გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ გრძელვადიან პერსპექტივას.“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აპრილი
27 აპრილი

კილაძე: დაცვის სპეციალური პროგრამა შესთა ...

„ქრონიკა +-ის“ რედაქტორი, ელისო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებ ...
27 აპრილი
27 აპრილი

პროკურატურამ მამალაძის საქმეზე გამოძიება ...

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე  გამოძიება დაასრულა და არსებითი განხ ...
27 აპრილი
27 აპრილი

არჩილ თალაკვაძე პროკურატურას ელისო კილაძ ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პროკურატურას ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ის ა ...
^