Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“: მაღლაფერიძის დანიშვნა მაუწყებლის რეპუტაციას დააზარალებს

06 იანვარი, 2017 18:17

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას დააზარალებს. 

„მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან.

საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინეს არა ერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა და სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას" - ნათქვამია განცხადებაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. გადაწყვეტილება სამეურვო საბჭომ დღეს მიიღო. მაღლაფერიძემ საბჭოს წევრების ექვსი ხმა მიიღო.

დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტურში 5 კონკურსანტი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ნათია კუპრაშვილი.

სკეპტიკოსებს საქმით უნდა ვუპასუხოთ, პოლემიკაში შესვლა არაფერს გვაძლევს. არ ვაპირებ, მჭერმეტყველებაში გავეჯიბრო სკეპტიკოსებს - ასე პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^