Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: გაჩეჩილაძე დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს, თუ გავითვალისწინებთ მის პიროვნებას

09 იანვარი, 2017 20:21

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის ცემა ედება. სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე მსჯელობს.

პროკურატურა ამგვარ ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვს, რასაც დაცვის მხარე "კატეგორიულად არ ეთანხმება".

"მოწმეებზე ზემოქმედების რისკი მინიმალურია. ეს გირაო, 5000 ლარის ოდენობით უკვე არის უსამართლო. ამაზე ნაკლები სანქცია არ შეიძლება  გვქონდეს? თუ ასეთ დროს ითხოვენ 5000 ლარს, აბა მინიმუმი როდის უნდა იქნას გამოყენებული? - კითხვას სვამს ადვოკატი.

მისი თქმით,  "რატის მიერ მიცემული ჩვენება არის წინაპირობა იმისა რომ იგი არ დაემალება გამოძიებას. ის დღეს აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს  დარბაზიდან მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ მის პიროვნებას".

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა. 


მოგვიანებით გვარამიაზე თავდასხმა თავად გაჩეჩილაძემ ასევე ფეისბუქზე აღიარა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

მუხლი ითალისწინებს  ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^