Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ►როგორი იქნება საქართველოს პავილიონი „ვენეციის ბიენალეზე“

10 იანვარი, 2017 12:15

2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა („ვენეციის ბიენალე“). გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი).

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონით მონაწილეობის მიზნით არსენალეს ტერიტორიაზე, შენობაში “Artiglierie” განისაზღვრა 115 კვ.მ. ფართობის სივრცე. 

კონკურსის ფარგლებში 20 პროექტიდან გაიმარჯვა პროექტმა: „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“; ავტორი და შემსრულებელია ვაჟიკო ჩაჩხიანი. იგი სწავლობდა გერაიტ რიტფელდის აკადემიაში ამსტერდამში, აუდიოვიზუალურ ფაკულტეტზე  და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი (UDK). ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

პროექტის კონცეფციის მიხედვით, ჩაჩხიანის ინსტალაცია ისტორიისა და ფსიქოლოგიის გამოყენებით ახერხებს, რომ კონკრეტული სიტუაცია პოეტურ სცენად წარმოაჩინოს. ამ ნამუშევრით არ ხდება რაიმე ისტორიული მოვლენის დაზუსტება, მაგრამ იგულისხმება, რომ სიტუაცია ეხება ახლო წარსულში საქართველოში და სხვაგან განვითარებულ ტრავმატულ მოვლენებს. ნამუშევრის დასახელებაში გამოყენებულია ანტიკურ მითოლოგიასთან თავისუფალი ასოციაცია, რაც წარმოადგენს მითითებას იმაზე, რომ ადამიანს მძიმედ აწევს სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ მის წარმოდგენებზე.

ინსტალაციის შესაქმნელად ხელოვანი საქართველოს რეგიონში მდებარე პატარა მიტოვებულ ხის სახლს დაშლის და მას ხელახლა ააგებს პავილიონში, გაწყობილს ავეჯით, სურათებით და უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით. სახლის შიგნით ავტონომიური საირიგაციო სისტემა გადაუღებელი წვიმის სიმულაციას მოახდენს.პავილიონი 6 თვის განმავლობაში იქნება, შესაბამისად ამ დროის განმავლობაში მუდმივი რწყვა ინტერიერს ნელ-ნელა შეცვლის: ზოგი ნივთი შეიძლება განადგურდეს. ინტერიერთან მიმართებაში კონტრასტული იქნება ექსტერიერი, რომელიც უცვლელი დარჩება. 

დროთა განმავლობაში ინსტალაცია ერთგვარ ბუნებრივ დრამატურგიას დაექვემდებარება და საკუთარ ნარატივს შექმნის - ვკითხულობთ კონცეფციაში. 

პროექტის კურატორია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი- ჯულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნებაზე.  2003 – 2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^