Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარმანია: დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარულ ჭრას უკავშირდება

10 იანვარი, 2017 13:24

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარულ ჭრას უკავშირდება, რომელიც სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განახორციელეს.

ნარმანია IDFI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, წინა წლებთან შედარებით 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის დაზიანებულის სტატუსი მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა. 

ნარმანიას თქმით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით სპეციალისტების დასკვნა არსებობს, რომლის საფუძველზეც სანიტარული ჭრა განხორციელდა. 

„2016 წელს ჩვენ ვახორციელებდით სანიტარულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ ხდებოდა ხეების მდგომარეობის შეფასება, მათი ნუმერაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხეების მოჭრა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ციფრების ზრდა, თუმცა სანიტარული ჭრები არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს“, - განაცხადა ნარმანიამ. 

მისივე თქმით, აღნიშნული ხეების მოჭრის გადაწყვეტილება სპეციალისტების დასკვნას ეფუძნება.

„შეფასება ხდება წინასწარ, ვიდრე ხეების დანომვრა მოხდება. შესაბამისად, ამაზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნარმანიამ.

IDFI-ის ინფორმაციით, 2011-2016 წლებში თბილისში ხეების მოჭრაზე  ნებართვის გაცემით თბილისის მერიამ შემოსავლის სახით სულ 1 947 282 ლარი მიიღო.

ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016 წელს  თბილისის მერიის ნებართვით  მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.

2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.

„მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოსჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36" - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში. 

ამასთან, IDFI-ის მიერ შესწავლილი 2013-2016 წლებში გაცემული 583 ნებართვიდან 392 შემთხვევაში მითითებულია, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა გაიცა უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებით. 2016 წელს (16 აგვისტოს მდგომარეობით) გაცემული ნებართვების 30% (35) მოდის მშენებლობაზე; 2015 – 76% (132); 2014 – 87% (108); 2013 – 68% (117).

რაც შეეხება ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვიდან მერიის მიერ მიღებულ შემოსავალს, იგი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

- 2011 – 46,844 ლარი

- 2012 – 89,836 ლარი

- 2013 – 184,207 ლარი

- 2014 – 263,813 ლარი

- 2015 – 695,804 ლარი

- 2016 (5 სექტემბრისმდგომარეობით) – 666,778 ლარი

დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2014-2016 წლებში თბილისის მერიის მიერ სულ აღრიცხულია 1,823 ხე-მცენარის უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შემთხვევა, საიდანაც 2016 წელს ფიქსირდება - 274, 2015 წელს - 839, ხოლო 2014 წელს - 710.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 თებერვალი
21 თებერვალი

საპატრიარქოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯე ...

საპატრიარქოში შეხვედრა დაიწყო, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე იმსჯელებენ. შეხვედრას სასულიერო პირები დაესწრებიან. საზ ...
21 თებერვალი
21 თებერვალი

პრემიერი: დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ...

დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ ...
21 თებერვალი
21 თებერვალი

ნანუაშვილი: პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდ ...

კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩ ...
^