Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა საბელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 23 იანვარს გამოაცხადებს

10 იანვარი, 2017 18:00

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტის, პაატა საბელაშვილის საქმეზე, რომელსაც შსს წვრილმან ხულიგნობასა (ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეფერხებას (ადმ. კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილი) ედავება, სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს. საუბარია 10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა. 

წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბელაშვილმა 10 დეკემბრის აქციაზე ხმის გამაძლიერებლით საუბრისას რამდენჯერმე გამოიყენა უცენზურო სიტყვები, რაც მათი თქმით, ადმ. სამართალდარღვევის დევნის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. 

რაც შეეხება 174-ე მუხლის მე-4 ნაწილს, შსს-ს წარმომადგენელმა პროცესზე აღნიშნა, რომ საბელაშვილმა, როგორც ორგანიზატორმა აქციაზე შეკრებილ ადამიანებს გზის სავალი ნაწილის დაკავებისკენ მოუწოდა, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, იმ მომენტში ადგილზე არ იყო იმდენი ადამიანი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა ყოფილიყო.

მათ პროცესზე წარმოადგინეს ინფორმაცია, რომ საბელაშვილი აქციის ორგანიზატორი იყო. 

რაც შეეხება პაატა საბელაშვილს, იგი არ უარყოფს, რომ აქციის ორგანიზატორი იყო, თუმცა ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. როგორც მან განმარტა, 10 დეკემბერს აქციის ადგილზე საახალწლო ნაძვისხის აღსამართავად სამუშაოები მიმდინარეობდა და იქვე იყო ამწეც, რის გამოც, ტერიტორია სრულად ვერ აითვისეს. მისი თქმით, ადგილზე აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, ისინი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინაც იმყოფებოდნენ, ამასთან, აქციაზე დიდი ზომის ბანერის გაშლაც იგეგმებოდა, რაც შეუძლებელი გახდებოდა, თუკი მონაწილეები ერთ ადგილას არ შეიკრიბებოდნენ. 

რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობის შესახებ ბრალდებას, საბელაშვილის თქმით, მან გარკვეული გამონათქვამები მართლაც გამოიყენა, რადგან აქციისას იყო ჭყლეტა, ქაოსური სიტუაცია, შსს კი უმოქმედოდ იდგა. 

„გარკვეული გამონათქვამების გამოყენება განპირობებული იყო იმითი, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ჰქონდა არასათანადო მოქცევას ადგილი. აქედან გამომდინარე, პაატა საბელაშვილი იყო ემოციურ მდგომარეობაში, რის გამოც დიახ ჰქონდა ადგილი ამ გამონათქვამებს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, ვინაიდან საერთაშორისო და ასევე ეროვნული პრაქტიკა იცნობს შემთხვევებს, როდესაც აქციაზე აღინიშნება, ასე ვთქვათ, ემოციური გამონათქვამები. ვართ დემოკრატიულ საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, მას ამის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს", - განაცხადა „ლიბერალთან" საუბრისას საბელაშვილის ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^