Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ ეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იფან ემანუელ ანიგბოს

11 იანვარი, 2017 19:53

ნიგერიის მოქალაქე იფან ემანუელ ანიგბოს, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს, ქვედა ყბის ძვლის სიმსივნის ოპერაცია სჭირდება.

ანიგბო ფეხბურთელია. ის საქართველოში 5 წელია ცხოვრობს. მაისში კონტრაქტი ოფიციალურად დაუსრულდა და ახლა უმუშევარია. 

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას მისი მეუღლე, მაკა ნეფარიძე ამბობს, ანიგბოს ოპერაცია 9 100 ლარი ჯდება, რის გადახდაც ოჯახს არ შეუძლია, რადგან მათ არ აქვთ სამსახური, ცხოვრობენ ქირით და ჰყავთ 4 თვის ბავშვი. ნეფარიძე ამბობს, რომ მათ ფინანსური დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს და რეფერალური პროგრამიდან თანხის გამოყოფა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

მაკა ამბობს, რომ ვინაიდან მის მეუღლეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს მათთვის რეფერალური პროგრამიდან ფინანსური დახმარების გამოყოფა შეუძლია.

„თვე-ნახევრის წინ შეგვექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. გადაგვამისამართეს ონკოლოგთან, რომელმაც გვითხრა, რომ მას ქვედა ყბის ძვლის სიმსივნე აქვს. ახლა ძალიან გართულებულია სიტუაცია, აქვს გამონაზარდები, ვერ იძინებს, ვერ სუნთქავს. დაეწყო ტკივილები. 8 დეკემბერს სამინისტროში განაცხადი შევიტანეთ. ვითხოვდით ოპერაციის თანხებს. გამოკვლევები ხალხის დახმარებით გაკეთდა, რადგან ჩვენ ძალიან მძიმე სოციალური პირობები გვაქვს, ქირით ვცხოვრობთ. იმასაც ვხვდები, რომ სამინისტრო 9100 ლარს სრულად არ გამოყოფდა, მაგრამ 30% მაინც რომ დაეფინანსებინათ (დაახლოებით 3000 ლარი), ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - ამბობს მაკა.

როგორც ის ამბობს, რომ მისი მეუღლის პრობლემის მიმართ სამინისტრო გულგრილობასა და უყურადღებობას იჩენს.  ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის სამინისტროში „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ბინადრობის ნებართვის მქონე პირს აქვს უფლება, იყოს რეფერალური პროგრამის მოსარგებლე, თუმცა მათი განმარტებით, განცხადებების განხილვისას პრიორიტეტი სხვა შემთხვევებს უფრო ენიჭება.

სამინისტროს განმარტებით, „რეფერალური მომსახურების პროგრამის მიზანი  ბიუჯეტიდან გამომდინარე  არ არის მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა ყველა იმ სამედიცინო სერვისის ანაზღაურებით, რომლის ჩატარების აუცილებლობაც წლის  განმავლობაში ჩნდება".

მათი თქმით, კომისიის სხდომაზე განიხილება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი - როგორც სამედიცინო, ასევე, სოციალური მდგომარეობის ამსახველი ან სტატუსის დამადასტურებელი. კომისია წარმოდგენილი სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და თავად განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.

„როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, ნიგერიის მოქალაქეს იფან ემანუელ ანიგბოს (დიაგნოზი: ქვედა ყბის ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მოთხოვნილი თანხა - 9093,00 ლარი) არ გააჩნია თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი,  იგი არ იდენტიფიცირდება, როგორც სოციალურად დაუცველი  პირი. ამასთან, როგორც სამედიცინო ქსელის წარმომადგენლებთან კონსულტაციით  დადგინდა, პაციენტისთვის აუცილებელი ანალოგიური ხარისხის სერვისის მიწოდება შესაძლებელია, განხორციელდეს სხვა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში გაცილებით დაბალ ფასში (მაგ. სს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში). ყოველივე ზემოთ აღნიშნული დაფინანსების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტი გახდა “, - აცხადებენ სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, 2016 წელს,  მომართვის 23 500-ზე მეტი შემთხვევიდან კომისიის მიერ დაფინანსებაზე უარი ეთქვა  10 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორისაა იფან ემანუელ ანიგბო.

შევნიშნავთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით პაციენტის დიაგნოზის, კლინიკური სტატუსის, გამოსავლის პროგნოზის, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შესაძლო რისკების, სოციალური სტატუსის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას.  მხედველობაში მიიღება ასევესერვისის რესურსტევადობა“, - აცხადებენ სამინისტროში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნეფარიძის ეჭვი იმის თაობაზე, რომ მისი მეუღლის დაფინანსება არ მოხდა  რასობრივი დისკრიმინაციის გამო, საფუძველს მოკლებულია“.

მათივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამინისტრო მზადაა განმეორებით კომისიის უახლოეს სხდომაზე განიხილოს ემანუელ ანიგბოს სამედიცინო სერვისების დაფინანსების საკითხი.

„ლიბერალთან“ საუბრისას ანიგბოს მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროს არაეფექტურ და არაკოორდინირებულ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თუ მისი მეუღლის ოპერაციის ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე არ იქნება მიღებული, ის ჯანდაცვის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

იფან ემანუელ ანიგბოს დასახმარებლად ასევე შექმნილია მანიფესტი და გახსნილია ანგარიშის ნომერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^