Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობოები „გაზპრომთან“ დაკავშირებით ხელისუფლებისგან მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ

12 იანვარი, 2017 12:26

„კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის”, რომელიც 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, „გაზპრომის„ მიერ შემოთავაზებულ პირობებზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ახალი პირობები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას აუარესებს. მათთვის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტები დამაკამაყოფილებელი არ არის. ისინი ხელისუფლებისგან მეტ გამჭვირვალობასა და ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

„ამ საკითხს მწვავე დისკუსია შარშანაც მოჰყვა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკი, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

  • რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?
  • რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის  სწორედ რუსული გაზით შევსება?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის   საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან ?

  • შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა  საფასური სემეკის მიერ.

  • რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო გათვლებით  და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში“,- აღნიშნულია კოალიციის წევრთა განცხადებაში.

როგორც 11 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, საქართველო „გაზპრომთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თუკი წლების განმავლობაში საქართველო  სომხეთში  ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ გაზის 10%-ს იღებდა, ახალი ხელშეკრულებით,   ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^