ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა (LIBE) 42 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.
1-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავა.
პლენარული კენჭისყრა ევროპარლამენტში სავარაუდოდ თებერვალში გაიმართება.
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (COREPER) საქართველოს ვიზლიბერალიზაციას მხარი 20 დეკემბერს დაუჭირა.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ინსტიტუტები შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ, ტრიალოგის შეხვედრა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის სასარგებლოდ დასრულდა.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროკომისია (ტექნიკური ნაწილი) და ევროკავშირის საბჭო მხარს უჭერს. დარჩენილია ევროპარლამენტის პლენარული კენჭისყრა, რომლითაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერის ნაწილი დასრულდება.
#Visa waiver for #Georgia: @EP_Justice confirms deal w/ @EUCouncil. Vote in #EPlenary in February | @GabrielMariya pic.twitter.com/aKYJrxZnlW
— LIBE Committee Press (@EP_Justice) January 12, 2017