Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენმ ყოფილ თანაგუნდელებს ახალი ფრაქციის შექმნისკენ მოუწოდებს

15 იანვარი, 2017 19:13

პარტიის ყოფილ წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დატოვება აუცილებლად მოუწევთ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ბოკერიას გუნდს ახალი ფრაქციის შექმნა მოუწევს. 

მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელების ფრაქციიდან გასასვლელად ენმ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რომელთაგან უმთავრესი პარლამენტის რეგლამენტია. 

ამ საკითხს დღეს თინათინ ბოკუჩავაც გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ფრაქციიდან არგასვლა ამომრჩევლის დაბნევის და დამატებით თანამდებობების შენარჩნების მცდელობაა.

„სმწუხაროდ, მათ თავიანთი პირველი პოლიტიკური გამოსვლა სწორედ ენმ-ის ლანძღვას დაუთეს. ახლა კი იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ არ ტოვებენ ენმ-ის ფრაქციას პარლამენტში. 13 იანვარს მათ ჩაატარეს ფრაქციის სხდომა,ს ადაც გადაირჩიეს თავმჯდომარე ნიკა მელია. ასევე შიეტანეს ცვლილება წესდებაში და შეუცვალეს სახელი ფრაქციას. ასევე, შესაბამის სამსახურებს პარლამენტში უცხადებენ, რომ არ ტოებენ ენმ-ის ფრაქციას. ამგვარი ორგვარი თამაში და პროცედურული ხრიკები არის მცდელობა, რომ დააბნიონ ამომრჩეველი და ასევე ამ დამატებით ფრაქციის შენარჩუნებით, ცდილობენ, შეინარჩნონ დამატებით თანამდებობები და შესაბამისი სარგებელი და სიკეთეები. 

ძალიან სზამწუხაროა, რომ მათ ასეთი გზა აირჩიეს და ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, იმ 500 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა მისცა ენმ-ს, ჰყავდეთ წარმომადგენლები პარლამენტში, რომლებიც დარჩნენ ერთგულნი ღირებულეების, რომელზეც ეს მოზძრაობა ყოველთვის იდგა და მათი წარმომადგენლები არ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არჩევნებიდან 2 თვეში დატოვეს ენმ, ხოლო ახლა პროცედურული ხრიკებით ცდილობენ, არ დატოვონ ენმ-ს ფრაქცია პარლამენტში" - თქვა ბოკუჩავამ. 

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს სახელები შეეცვალა -  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის", რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, ამიერიდან „ევროპული სახელმწიფო უკეთესი მომავლისთვის" იქნება.

რაც შეეხება ფრაქციას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მას „ევროპული საქართველო" ეწოდება და სერგო რატიანი უხელმძღვანელებს. 

12 იანვარს „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმცირესობის 21-მა დეპუტატმა დატოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^