Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: ევროკავშირის წევრობას მხარს 72% უჭერს, 18% - წინააღმდეგია

16 იანვარი, 2017 11:51

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2016 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 12% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს. 54%-ის აზრით, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, 18%-ის აზრით - პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და NATO-სთან, 9%-ის აზრით - პრორუსული. 

გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია საქართვლოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 18%-სთვის კი - მიუღებელი. აღსანიშნავია, რომ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერთა, ასევე მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ მცირედით, თუმცა მაინც მოიმატა. 

რაც შეეხება ნატოს წევრობას, ამის მომხრეა მოსახლეობის 61%, მოწინააღმდეგე კი - 25%. ივნისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, NATO-ს წევრობის მომხრეთა რაოდენობა მცირედით შემცირდა, ამასთან, მცირედით გაიზარდა წევრობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. 

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 4 ნოემბრიდან  4 დეკემბრამდე პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^