Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ დეპუტატთან შეხვედრის დანიშვნას ვერ მოახერხებს

18 იანვარი, 2017 11:39

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2016 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას ვერ მოახერხებს. 36% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში შეხვედრის დანიშვნას ადვილად მოახერხებს, 19% კი ამბობს, რომ არ იცის. 

მოსახლეობის 53%-ის აზრით, პარლამენტის შენობაში შესვლა ადვილი არ არის, 20%-ის აზრით - ადვილია, 28% კი ამბობს, რომ არ იცის. 

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 4 ნოემბრიდან  4 დეკემბრამდე პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^