Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი მოთხოვნები კლინიკებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის

18 იანვარი, 2017 13:47

კლინიკები, რომლებიც პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტებს არ დააკამყოფილებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საუბარი იმ პრობლემურ საკითხებს შეეხო, რომლებსაც რიგი კლინიკების შემთხვევაში აქვს ადგილი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, ქართულ რეალობაში გაჩნდა კლინიკები, რომლებიც ფრაგმენტულ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს,

„ასეთი ტიპის „საამქროები“ გახლავთ,  მაგალითად, რეანიმაციები, სადაც პაციენტს იღებენ პირდაპირ რეანიმაციაში და წერენ პირდაპირ რეანიმაციიდან. ასეთ პრეცედენტს მედიცინის მსოფლიო ისტორია არ იცნობს. მაგრამ ასეთი ფენომენი ჩამოყალიბდა საქართველოში. ასეთი ტიპის ფრაგმენტირებული სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს ვუწოდე მე საამქროები. როგორც კი ასეთი საამქროები გამოირიცხება საყოველთაო პროგრამიდან, მათ შეუძლიათ, გააგრძელონ საქმიანობა თუ ისინი სანებართვო პირობებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - ამბობს ზოიძე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ასეთი შეიძლება იყოს 10-12 კლინიკა. თუ მათ გამოასწორეს და დააკმაყოფილეს სამინისტროს მოთხოვნები, მაშინ შესაძლოა გამოთიშული კლინიკების რაოდენობა ნაკლები იყოს.

ზოიძის თქმით, ცვლილება შესაბამისს ნორმატიულ აქტში შევა, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხორციელდება და მასში სამედიცინო დაწესებულების მიმართ, რომელსაც უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული მოთხოვნები ჩამოყალიბდება.

მისივე განმარტებით,  სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ დრო იმისათვის, რომ მოთხოვნების შესრულება სტანდარტების მიხედვით შეძლონ.

„დღესაც არის ეს მინიმალური სტანდარტები დაწესებული,  პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საკმარისი არ არის... მომავალში ეს მოთხოვნები კიდევ უფრო დაიხვეწება და გამკაცრდება... შემდეგი ნაბიჯი  კი იქნება ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების მზარდი მოთხოვნა სამედიცინო მიმწოდებლების მიმართ, რაც ასევე გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას.“, - განაცხადა ზოიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მინისტრმა, დავით სერგეენკომ ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც რიგი კლინიკების შემთხვევაში აქვს ადგილი.

„ამის ატანას არ ვაპირებთ" - შეხვედრა სამინისტროში კლინიკებთან სამომავლო თანამშრომლობაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^