Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმცირესობა „გაზპრომთან" დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს მოითხოვს

20 იანვარი, 2017 12:34

საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომთან" შეთანხმების საკითხზე პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს. 

ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, სერგო რატიანის თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარის თქმით კანონი დაარღვია, ახლა კი უმრავლესობას მოუწევს პასუხის გაცემა შეკითხვაზე, „რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება".

„სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია „გაზპრომის" თემა. მოვითხოვთ პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს. უმრავლესობას მოუწევს პასუხის გაცემა შეკითხვაზე, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ეკონომიკური ზიანი ქვეყანას. ამ ყველაფერზე უნდა გაიმართოს პოლიტიკური დებატები" - თქვა რატიანმა. 

„გაზპრომის" საკითხის პარლამენტში განხილვის საჭიროებას ხედავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ირმა ინაშვილიც.

მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ „გაზპრომთან" ხელშეკრულების დეტალებზე პარლამენტში საფუძვლიანი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. ინაშვილი შეთანხმებაში გარეგნულად  „საფრთხისშემცველ პროცესს" ხედავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^