Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექსპერტთა შეფასებით, ტრამპის კედლის მშენებლობა დაახლოებით 31 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება

26 იანვარი, 2017 11:55

ექსპერტების შეფასებით, კედელი, რომლის აშენებასაც დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან აპირებს, დაახლოებით 31 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. 

The Guardian-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის „დიდი, ლამაზი და ძლევამოსილი" კედლის აშენებით ყველაზე დიდი სარგებელს ცემენტის მწარმოებელი მექსიკური კომპანიები და ადგილობრივი მუშები ნახავენ. 

დონალდ ტრამპმა მექსიკასთან კედლის აშენების პირობა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დადო, როცა ის ამბობდა, რომ კედლით აშშ-ს „მექსიკელი მოძალადეებისა და ნარკოდილერებისგან" დაიცავდა და მის აშენებაში ფულს მექსიკა გადაიხდიდა. 

იგი ხშირად იმეორებდა, რომ კედელი დაახლოებით 8-10 მლრდ აშშ დოლარი დაჯდებოდა, თუმცა ექსპერტების სეფასებით, მისი ღირებულება 30 მლრდ-ზე მეტი იქნება. 

კონსტრუქციის დარგში საკონსულტაციო კომპანია Gleeds Worldwide-ის შეფასებით, 1000 მილის (1609 კმ) სიგრძის კედლის მშენებლობა (საზღვრის სიგრძე 1,889 მილია (3040 კმ), თუმცა დიდი ნაწილი ბუნებრივი ბარიერებით არის დაფარული) 31 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება და მის ასაშენებლად 40 000 მუშას 5 წელი დასჭირდება. 

კომპანიის შეფასებით, მშენებლობისთვის საჭირო ცემენტი 4 მლრდ დოლარი დაჯდება, ფოლადი - 6 მლრდ, ხოლო 2 მლრდ ტერიტორიის გაწმენდისა და მისასვლელი გზების გაკეთებას დასჭირდება. 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პიენა ნიტო „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. მისი თქმით, მექსიკა კედლის მშენებლობისთვის არ აპირებს გადახდას. 

მექსიკის პრეზიდენტი: ჩვენ არაფერს არ გადავიხდით კედლის მშენებლობისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^