Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლუვრი ევაკუირებულია: „ჯარისკაცმა დანით შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა"

03 თებერვალი, 2017 13:56

პარიზში, ლუვრთან ჯარისკაცმა დანით შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც მუზეუმის სავაჭრო ცენტრში შეღწევას ცდილობდა - ამის შეასხებ ინფორმაციას BBC დასავლურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უშისროების ძალებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მიმდინარეობს ლუვრის ევაკუაცია, რომელშიც ინციდენტის დროს 250-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი, რომელსაც ზურგჩანთა ეკეთა, ჯარისკაცს მიუახლოვდა, „ალაჰ აკბარ" დაიძახა და ჯარისკაცს თავს დაესხა. ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს. 

„მამაკაცი ძირს წევს და არ ინძრევა" უთხრა გაზეთ Le Parisien-ს წყარომ. BBC-ის ინფორმაციით, იგი სერიოზულად არის დაშავებული, ჯარისკაცი კი თავის არეშია დაშავებული. 

The Telegraph-ის ინფორმაციით, ქვეყნის შს მინისტრმა ინციდენტს „სერიოზული შემთხვევა" უწოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^