Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენმა ხალხმა ევროსივრცეში ღირსეულად უნდა წარმოაჩინოს თავი

03 თებერვალი, 2017 19:16

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას ვიზალიბრეალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ „ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი".

საპატრიარქოს განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც.

ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.

ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას.

ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.

ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^