Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტით, რიგ სამუშაოებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება საჭირო აღარ გახდება

09 თებერვალი, 2017 14:14

გარემოსდაცვით კოდექსში ცვლილებათა პაკეტით, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს, გარკვეული ტიპის სამუშაოებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) მომზადება აღარ გახდება საჭირო და გზშ-ს საჭროების საკითხი გარკვეულ შემთხვევაში ე.წ. სკრინინგის ეტაპზე გადაწყდება.

„კოდექსს შემოაქვს რამდენიმე ახალი ეტაპი: გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა აღარ გაიცემა და მიიღება გადაწყვეტილება.  გადაწყვეტილების მიღებამდე პროცესი ასეთია: არის ცაკეული  საქმიანობები, რომელთა წრეც უფრო გაიზარდა და რომელთაც აუცილებლად სჭირდება გზშ. არის ისეთი ჩამოანათვალი, რომლებსაც დასაწყის ეტაპზე უტარდება სკრინინგი - ეს არის 15 დღიანი პერიოდი, როცა უნდა გადაწყდეს, საჭიროა თუ არა გზშ-ს ჩატარება ამ კონკრეტული პროექტისთვის" - თქვა მინისტრმა.

სამინისტროს განცხადებით, მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორცილედა მათი რანჟირება მაშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო წინასწარ განსაზღვარვს გარკვეულ საქმინობებს, რომლებზეც აუცილებლად უნდა გაიცეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ამ სფეროების რაოდენობა გაფართოვდება. მეორე მხრივ კი, იქნება გარკვეული სფეროების ჩამონათვალი, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდება ე.წ. სკრინინგ პროცესი  და 15-დღიანი წინასწარი მოკვლევის შემდეგ გადაწყდება, სჭირდება თუ არა ობიექტს გზშ. 

„დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

„ლიბერალის" შეკითხვაზე, თუ რომელ საქმიანონბებზე გავრცელდება გზშ-ს საჭიროება, მინისტრი პასუხობს, რომ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

„არის დანართი 1 და დანართი 2. ამ ჩამონათვალის მიხედვით, პირობითად  წიაღის მოპოვება 25 ჰა-ზე მეტ ფართობზე თუ ხდება, დაექვემდებარება გზშ-ს, ნაკლებზე თუ არის - ასეთ შემთხევაში დაიწყება სკრინინგის ეტაპი. ამ დროს გადაწყვეტილება მიიღება, კონკრეტულ ქმედებებზე, ფორმაზე, კონკრეტულ წიაღზე ვლაპარაკობ, გზშ არის თუ არა მისაღები. ამ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროში არსებული ჯგუფი" - თქვა მინისტრმა. 

შეკითხვაზე, თუ რას მოიცავს ე.წ. სკრინინგი და გულისხმობს თუ არა იგი გარემოზე პოტენციური ზიანის მიყენების შეფასებას, მინისტრი პასუხობს, რომ სკრინინგის ფარგლებში შემჭიდროვებულ პერიოდსი უნდა გაეცეს პასუხი უმთავრეს შეკითხვებს:

„რა თქმა უნდა. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, გზშ-ს რომ წარმოადგენს კონკტეტული კომპანია, მან შეიძლება ფართო მოცულობის სამუშაოც ჩაატაროს. სკრინინგმა კი ისეთ ტიპის კითხვებსაც გასცეს პასუხი, რომ თქვას, რომ მას სჭირდება კონკრეტულ საკითხზე კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული პასუხები. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ხარჯების ოპტიცმიაცია მოხდება..." - თქვა მინისტრმა. 

 ცვლილებები, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, 22 საკანონმდებლო აქტში ცვლილებას გულისხმობს.

პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომ სწორი გარემოს დაცვითი პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ. ამ პროექტზე 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით",- აღნიშნა აგულაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

  • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გამოეყო მშენებლობის ნებართვას თუმცა ამავდროულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროცედურები.
  • კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით.
  • კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • სრულიად ახლებური მიდგომები ყალიბდება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება.ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტიანი მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^