Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZ[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯი პი აი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმი მთელი საქართველოს მასშტაბით

14 თებერვალი, 2017 17:05

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დასაქმების ფორუმს 20 თებერვლიდან ხსნის. როგორც კომპანიის დასაქმების პროექტის მენეჯერი ვახტანგ კორძაია აცხადებს, მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 300 ვაკანსიაა. კომპანიამ 200 ვაკანსია თბილისში გამოაცხადა, ხოლო დანარჩენი - რეგიონებში. „ჯი პი აი ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ  პროგრამის ფარგლებში დასაქმებულები გადამზადებასაც გაივლიან, ხოლო გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატებისთვის პირველივე სამუშაო დღე ანაზღაურებადი იქნება.  

სამუშაო პოზიცია

 „ჯი პი აი ჰოლდინგის“  სამუშაო პოზიცია საცალო გაყიდვების სპეციალისტია. დასაქმებულები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაზღვევას შესთავაზებენ. საუბარია ყველა ტიპის დაზღვევაზე: ჯანმრთელობის, ქონების, ავტომობილის.

ჩვენი შეთავაზება პრინციპში, განსხვავებული იმითაა, რომ  ჩვენს ვაკანსიას აქვს პროფესიული გადამზადების სახე. გვაქვს 6-თვიანი მომზადების პროგრამა, რომელიც  პირველივე დღიდან ანაზღაურებადი იქნება, ანუ  კანდიდატები თან იმუშავებენ, თან ისწავლიან. რადგან თეორიული და პრაქტიკული მუშაობა პარალელურად ხდება, ეს სამუშაო და სწავლების პროცესი თავიდანვე ანაზღაურებადია.  260 ლარი ხელფასი და 140 ლარი ბონუსია, რომელიც ყოველ თვე გაიცემა. ცხადია, ეს ანაზღაურება მზარდია. იზრდება ხელფასიც და ბონუსიც იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტს გაყიდის დასაქმებული“, - აცხადებს პროგრამის მენეჯერი ვახტანგ კორძაია.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად!

აღსანიშნავია, რომ  ვაკანსიებზე ასაკი შეუზღუდავია. ნებისმიერ მსურველს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და მივიდეს ფორუმზე, გაესაუბროს კომპანიის წარმომადგენლებს და გახდეს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი.

კომპანიას მსგავსი პროგრამა შარშანაც ჰქონდა. გიორგი კორძაიას თქმით, პროგრამა წარმატებული გამოდგა, შარშან აღნიშნულ ვაკანსიაზე აიყვანეს 200 ადამიანი, რომელთაგან 90% ისევ „ჯი პი აი ჰოლდინგში“ მუშაობს და რამდენიმე მათგანს კი აქვს საკმაოდ კარგი კარიერული წინსვლა.

რა არის საჭირო დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის:

„CV-ის მიღება არ არის საჭირო, არ ტარდება გამოცდა. მსურველები ერთი-ერთზე გაესაუბრებიან „ჯი პი აი“-ის თანამშრომლებს, რომელთა მიზანი იქნება, გაიგოს დასაქმების მსურველის მოტივაცია“, -ამბობს ვახატანგ კორძაია.

 „ჯი პი აი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმი“ ჩატარდება საქართველოს ხუთ ქალაქში.

  • ქუთაისი - 20 თებერვალი, სასტუმრო „ბაგრატი“;
  • ზუგდიდი - 21 თებერვალი - ზუგდიდის ტექნოპარკი;
  • ფოთი - 21 თებერვალი - ცენტრალური ბიბლიოთეკა;
  • ბათუმი - 22 თებერვალი - სასტუმრო „ლეოგრანდი“. 

აღნიშნულ ქალაქებში დასაქმების ფორუმის ღია კარის დღე 10:00-დან 18:00 საათამდე იქნება.

24-25 თებერვალს დასაქმების ფორუმი თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გაიხსნება, სადაც მსურველებს შეეძლებათ გასაუბრებაზე მისვლა როგორც თბილისიდან, ასევე თელავიდან და გორიდან.

 „ეს არ არის მხოლოდ დასაქმების ან ვაკანსიის გამოცხადების კამპანია, ეს არის პროფესიული გადამზადების და ახალის უნარების შეძენის კამპანია. გაყიდვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესია და ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა იმუშაონ ადამიანებმა ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩვენს კომპანიაში ენერგიული, მოტივირებული, შრომისმოყვარე ადამიანები მოვიდნენ“, - აცხადებს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ დასაქმების პროექტის მენეჯერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^