Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამია: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძრა უნდათ

16 თებერვალი, 2017 13:54

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურას ქრთამის ბრალდებით მასზე ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძრა სურს. გარდა ამისა, გვარამია ვარაუდობს, რომ  ქრთამის ნაწილის გარდა გამოძიება ეცდება, მის მიმართ საქმე ცრუ ჩვენების მიმართულებითაც აღიძრას.

მისი განმარტებით, ასეთ ეჭვს გამოკითხვისას დასმული შეკითხვები უჩენს. გვარამიას ინფორმაციით, დაკითხვა ძირითადად  მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის შინაარსს შეეხებოდა და არა კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეჭრას, რაზეცაა საქმე აღძრული და რასთან დაკავშირებითაც დაიბარეს ის დაკითხვაზე.

”გამოძიება ცდილობს შინაარსის განხილვას რა ვისაუბრე, რატომ და ა.შ. გამოძიებას ავიწყდება, რომ საქმე აღძრული არ არის არც ქრთამის აღებაზე და არც რამე სხვაზე, გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე, ამიტომ ჩვენი განმარტება იყო, რომ კითხვები უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ გამოძიებას და კითხვები, რომლებიც ცდება ამ გამოძიებას, მასზე პასუხებისგან თავს შევიკავებდით. ამის მიუხედავად, მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხები გაცემული იყო, მათ შორის იგივე ქრთამის ეპიზოდზე, რომელსაც ირგვლივ უვლის გამოძიება, ამაზეც მივეცით განმარტება”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეალურად რომ ელაპარაკა იმაზე, რაც გამოქვეყნდა, მაინც ვერ დაბრალდება მას ქრთამის შეთავაზება.

„ყველას შევახსენებ, რომ 6 მილიონი, საიდანაც ვითომ მილიონი უნდა გადამეხადა, საბოლოო ჯამში ”რუსთავი 2”-ში არ მოსულა, ამ ხელისუფლების გამო, რადგან ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო ყადაღის გამო დაიბლოკა”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

საქმე ეხება ტელეკომპანიის დირექტორსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის საუბრის ფარულ ჩანაწერს. მისი გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ მათ ნამდვილად ისაუბრეს და ეს თავად ჩაიწერა. თუმცა განაცხადა, რომ მათი საუბარი სხვა საკითხებს შეეხებოდა და გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. გუშინ კი შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ეს ჩანაწერი დაუმონტაჟებელია. გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს სკანდალურად გადადგომის სანაცვლოდ 6 მილიონს სთავაზობს.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^