Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სადაღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეჩერებას ითხოვს

16 თებერვალი, 2017 14:46

სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნა ხდება. ამის შესახებ ,,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ" და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

,,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მთავრობის 73-ე დადგენილება ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების გათიშვას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან, რაც დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს ათი ათასობით ადამიანს. 

,,სადაზღვევო ინდუსტრია მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამომავლოდაც - ბაზრიდან გაქრება ე.წ. „დაშენებული“ სადაზღვევო პროდუქტები და 3 მილიონზე მეტი მოქალაქე დარჩება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამარა. მათ მოუწევთ ჯიბიდან გადაიხადონ ყველა იმ სამედიცინო სერვისის თანხები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება (მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები, სტომატოლოგია და სხვა). ჩვენი აზრით, აღნიშნული დადგენილება სტიმულს მისცემს უამრავ ადამიანს გააუქმოს კერძო დაზღვევა ან აღარ შეიძინოს ინდივიდუალური პაკეტი, რაც გამოიწვევს დაზღვეულების გადადინებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და შედეგად საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას. 
ჩვენ არ გვესმის, რა გათვლებს ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს ეს ინიციატივა, რომელიც გაცხადებულად საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციასა და სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენი აზრით, შედეგად საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტურობისა და ეფექტიანობის მნიშვნელოვან შემცირებას მივიღებთ. რაც მთავარია, საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი იდეა, როგორც მოსახლეობის უნივერსალური წვდომა ჯანდაცვის საბაზისო სერვისებზე, პრაქტიკულად იშლება. ბენეფიციარების ერთი ნაწილი ისარგებლებს საყოველთაო პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით, ხოლო მეორე ნაწილს სრულიად განსხვავებული შინაარსის სადაზღვევო პაკეტები ექნება", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

ინდუსტრია საქართველოს მთავრობას მიმართავს შეჩერდეს ან გადაიხედოს აღნიშნული დადგენილება,- გაითვალისწინონ იმ ბენეფიციართა ინტერესები, რომლებიც რჩებიან მსხვილი კატასტროფული რისკების დაფინანსების გარეშე; შენარჩუნდეს ე.წ. დაშენებული პაკეტები, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები არ დარჩნენ მხოლოდ პროგრამის ამარა და არ მოუწიოთ ყველა სხვა სერვისში თანხების ჯიბიდან გადახდა და/ან სახელმწიფო დახმარების მოთხოვნა;  გაგრძელდეს მუშაობა საყოველთაო ჯანდაცვის განვითარებაზე ღია პლატფორმის ფარგლებში, რათა შეთანხმებულ იქნას საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის (ბაზისურ სამედიცინო სერვისებზე უნივერსალური წვდომის) განხორციელების ეფექტური და ეფექტიანი გეგმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^