Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ავალიანი გვარამიას გამოკითხვაზე: კითხვები სამართლებრივად არ უკავშირდებოდა გამოძიებას

16 თებერვალი, 2017 22:29

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კითხვები, რომლებიც გამოკითხვაზე დაისვა არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ უკავშირდებოდა დაწყებულ გამოძიებას.

„კითხვები, რომელიც დაისვა არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ უკავშირდება დაწყებულ გამოძიებას. შინაარსთან დაკავშირებით დასმული კითხვები ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა საგამოძიებო ორგანოები და დაინტერესებული პირები ამ ყველაფრიდან ქრთამის აღების ფაქტის გამოდნობას ცდილობენ. ჩანაწერის შინაარსობრივი გარემოებები არ არის გამოძიების საგანი“.- განაცხადა თამარ ავალიანმა.

საქმე ეხება ტელეკომპანიის დირექტორსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის საუბრის ფარულ ჩანაწერს. მისი გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ მათ ნამდვილად ისაუბრეს და ეს თავად ჩაიწერა. თუმცა განაცხადა, რომ მათი საუბარი სხვა საკითხებს შეეხებოდა და გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. გუშინ კი შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ეს ჩანაწერი დაუმონტაჟებელია. გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს სკანდალურად გადადგომის სანაცვლოდ 6 მილიონს სთავაზობს. ამ ჩანაწერზე შსს-მ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^