Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: 2015 წელს სასამართლომ ნარკომოხმარებისთვის მსჯავრი 2 191 ადამიანს დაადო

17 თებერვალი, 2017 14:49

2015 წელს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა-შენახვისა და გასაღების მუხლით (სსკ 260) 1 470 ადამიანს დაედო მსჯავრი. მათგან პატიმრობა კი 766 შეეფარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ნარკოვითარება საქართველოს" 2015 წლის ანგარიშში, რომელიც პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ანგარიშის ავტორები აღნიშნულ მონაცემებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას (სსკ 273), ამ მუხლით 2015 წელს 2 191 ადამიანს დაედო მსჯავრი და მათგან 460-ს პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, აღნიშნულ მუხლზე საპროცესო შეთანხმება 1 194 ადამიანს გაუფორმდა.

„უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2015 წელს ნარკოდანაშაულის მუხლებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში განიხილეს 4,022 საქმე და განაჩენი გამოიტანეს 4,126 პირის მიმართ. ისევე, როგორც წინა წლებში, ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა უმეტესობა სისხლის სამართლის ორ მუხლზე მოდის (273 და 260). განხილულ საქმეთა 54% მოდის 273 მუხლზე, 35% კი - 260-ე მუხლზე. ტრადიციულად, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისას ფართოდ იქნა გამოყენებული საპროცესო გარიგების მექანიზმი - საქმეთა 65%-ში. ასევე, ჩვეულებისამებრ, განაჩენების უმეტესობაში (55%) გამოყენებულ იქნა ჯარიმა, როგორც ძირითადი ან დამატებითი სასჯელი", - წერია ანგარიშში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დიაგრამაზე. 

ამასთან, აღნიშნული წლიური ანგარიშის მიხედვით, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სტატისტიკით, 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 107.12 კგ მარიხუანა ამოიღო. რაც შეეხება კანაფს (მცენარე), ის უკანონო ბრუნვიდან 199.46 კგ ამოიღეს.

რაც შეეხება ნარკოტესტირების შედეგებს, 2015 წელს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დადასტურდა შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^