Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო" გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვს

17 თებერვალი, 2017 19:14

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის პასუხისგების საკითხის დაყენებას ითხოვს. მათ განცხადებით, მთავარი პროკურორი ე.წ. „ციანიდის" საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო უნდა გადადგეს, რადგან ამ განცხადებამ ქვეყანა გაუგებრობაში შეიყვანა. დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ეკლესიის თემა არ არის ის საკითხი, რომელიც პოლიტიკური აქტივობისთვის, ან პარტიებმა უნდა გამოიყენონ".

„ჩვენ ვაყენებთ საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც იმ ადამიანის, რომლის გაუაზრებელმა განცხადებებმაც გამოიწვია შემდეგ მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების რომლებმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ორშაბათიდან დაივწყებთ შესაბამის პროცედურებს, ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. მივმართავ არამხოლოდ უმცირესობის, არამედ უმრავლესობის იმ წევრებსაც, ვისთვისაც საღი აზრი, ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესიის ავტორიტეტი უფრო წინ დგას, ვიდრე „ქართული ოცნების" პარტიული ლიდერები. მივმართავ მათაც, შემოგვიერთდნენ და ერთად მოვითხოვოთ მთავარი პროკურორის გადადგომა" - თქვა დათო ბაქრაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყ ...

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფრო ...
23 მაისი
23 მაისი

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის: „მზიურის" ...

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" აცხადებს, რომ „მზიურის" ტერიტორიას განაშენიანების მორიგი საფრთხე ე ...
23 მაისი
23 მაისი

მსახიობი როჯერ მური 89 წლის ასაკში გარდა ...

მსახიობი როჯერ მური, რომელიც ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით გახდა ცნობილი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. როჯერ მუ ...
^