Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნანუაშვილი: პრობლემაა, რომ დეკანოზის დაცვას არ აქვს უფლება გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს

18 თებერვალი, 2017 15:41

 დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩაფიძის კლინიკაში „ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.

"პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც „ცალ კარში თამაში მიმდინარეობს“. დაცვას არ აქვს უფლება გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ - იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უტარდება აუცილებელი კვლევები და კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტის მიერ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გონების კარგვის დიაგნოზით გუშინ შეიყვანეს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგიანებით ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე, პატრიარქის თქმით, "გიორგი მამალაძისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^