Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა

20 თებერვალი, 2017 19:26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში დღეს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ილია მეორემ აეროპორტში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება.

„სამწუხაროა ის, რომ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ვფიქრობთ, შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას", - განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილია II-მ.

მან მადლობა გადაუხადა გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, რომელთაც მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო.

„თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან, ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ", - მიმართა მან აეროპორტში შეკრებილ მრევლს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^