Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აიკრძალება თუ არა შენობებში და საჯარო სივრცეში მოწევა - პარლამენტი განხილვებს იწყებს

21 თებერვალი, 2017 12:15

პარლამენტი დღეს მსჯელობას  იწყებს  ცვლილებებზე, რომელიც შენობა ნაგეგობებსა და საჯარო სივრცეში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის საჭიროება - პრობლემები და გამოწვევები“ კონფერენცია-გამოფენასა და საკომიტეტო განხილვას გამართავს. კომიტეტზე დღეს კანონპროექტის პაკეტის ძირითად პრინციპებს განიხილავენ. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის ინიციატორი პარლამენტარი გუგული მაღრაძეა. კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები. 

წარმოდგენილი პროექტი კანონში არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს.

პროექტით შემოდის თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა: ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა;

საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის განსაზღვრული ადგილისა (ადგილებისა), რომელიც უნდა იყოს სრულად (კედლებით) გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

განმარტებითი ბარათის, მიხედვით პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, კერძოდ ემატება შემდეგი: არ დაუშვას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.
 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^