Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TDI: ბესელიას განცხადება რელიგიური უმცირესობებისადმი ნეგატიური განწყობების გავრცელებას უწყობს ხელს

21 თებერვალი, 2017 12:34

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება.

2017 წლის 19 თებერვალს, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა, “იმედის დროში” განაცხადა: ”საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, სადაც პარლამენტის სახელით ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, წარმოადგენენ მოპასუხეს და იცავენ პოზიციას საპატრიარქოს სასარგებლოდ და მივიჩნევთ, რომსარჩელი რომელიც ეხება სწორედ დაფინანსების და შეღავათების მოხსნას ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არ არის დასაბუთებული სარჩელი დაარ უნდა დაკმაყოფილდეს“.

"საჭიროდ მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ინფორმაციას, ახდენს სარჩელის არასწორ ინტერპრეტაციას, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობებისადმი ნეგატიური განწყობების გავრცელებას." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს. 

"კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ რელიგიური ორგანიზაციების სარჩელით მოთხოვნილია, საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმების (დაკავშირებული დამატებული ღირებულების, მოგების და ქონების გადასახადებთან) არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს სადავო ნორმების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მსგავსად, შეძლოს საგადასახადო შეღავათებით თანასწორად სარგებლობა. ამგვარად, სარჩელით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  კანონმდებლობით უკვე დადგენილ საგადასახადო პირობებს საფრთხე არ ექმნება. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელით არ არის მოთხოვნილი საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ან მისი რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის და მისი შინაარსი არ ზღუდავს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს."- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სარჩელზე 2017 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა და ამჟამად, სასამართლო მის არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე მსჯელობს. მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

ორგანიზაცია, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოუწოდებს, სიფრთხილე და სიზუსტე გამოიჩინონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებული, ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზე მყოფი საქმეების შეფასებისას.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^