Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქს ჰქონდა სურვილი ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღო პროკურორისგან

21 თებერვალი, 2017 21:51

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ჟურნალისტებს იმ შეხვედრის შესახებ ესაუბრა, რომელიც დღეს საპატრიარქოში მიმდინარეობდა და რომელსაც მთავრობის  რამდენიმე წევრი, პრემიერი და გენერალური პროკურორი ესწრებოდნენ. მიქაელ ბოტკოველის თქმით, მათ მიიღეს დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეხება. 

“ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული.

ასე რომ დღეს ამ შეხვედრით შემოვიფარგლებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ დაიწყებენ ამ საკითხით სპეკულირებას. მივცეთ საშუალება საგამოძიებო სტრუქტურებს აწარმოონ შესაბამისი საქმიანობა, ადვოკატებმა დაიცვან თავიანთი დასაცავი პირი, ბრალდებულმა გააკეთოს შესაბამისი შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი კომენტარები და მისი აზრი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ველოდებით მოვლენების ამგვარად განვითარებას. მინდა ყველას გთხოვოთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. გამოძიებას ვებდოთ და დაველოდოთ გადაწყვეტილებებს.

სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენერალური პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში, ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო წმ სინოდის წევრებისთვის მისი უწმინდესობისთვის ინფორმაციის გაზიარება, საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის საკითხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^