Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური 1 მარტს გახდება

22 თებერვალი, 2017 15:55

1 მარტს ფინეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება ლეგალური გახდება.

Humans Right Watch-ის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნილს მუზნიეკსმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ საბჭოს წევრი 47 ქვეყენიდან 27-ში კანონმდებლობა ერთნაირსქესიანი წყვილების პარტნიორობის გარკვეულ იურიდიულ ფორმას ითვალისწინებს, მათ შორის არის 13 ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაშვებულია.

„სამწუხაროდ, ევროპის საბჭოს წევრ 20 ქვეყანაში ერთნაირსქესიანი წყვილების პარტნიორობას კანონმდებლობა ჯერაც არ აღიარებს, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციისა.2015 წელს „ოლიერის საქმეში“ სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, განსაკუთრებით კი მე-8 მუხლი (ოჯახური ცხოვრების შესახებ) როცა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის პარტნიორობა არ დააკანონა“ - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.

დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინება დაშვებულია. გამონაკლისია გერმანია, ავსტრია და შვეიცარია. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა ქორწინების თანასწორობას მხარს უჭერს.

თავის განცხადებაში მუზნიეკი აღნიშნულ 20 ქვეყანას მოუწოდებს, რაიმე ფორმით კანონის დონეზე აღიაროს ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებები სულ მცირე პარტნირობის ინსტიტუტის დაკანონებით.

„ფინეთმა დისკრიმინაიის აღმოფხვრისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მას ევროპის სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ“ - ნათქვამია HRW-ის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^