Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

BBC საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ექვსი ერის ჩემპიონატის ახალ ძალად განიხილავს

24 თებერვალი, 2017 14:56

 BBC საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექვს ერში თამაშთან დაკავშირებით ვრცელ მასალას აქვეყნებს:

„საქართველოს რაგბის ნაკრები ექვს ერში თამაშის მომლოდინეთა სიაში პირველია. საქართველომ მსოფლიო რეიტინგში უკვე გადაუსწრო „ექვს ერში“ მოთამაშე იტალიას და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოიპოვა მხარდაჭერა“, - წერს BBC

BBC-ის მიხედვით, ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიჰანი შეჯიბრებაში იტალიის ნაკრების მუდმივ ადგილს იცავს და „ჩამოქვეითების“ საკითხს უარყოფს. თამაშის პასუხისმგებელი პირები ექვსი ერის გაფართოების იდეასაც ეჭვით უყურებენ, როგორც ჩანს, კმაყოფილნი არიან შენარჩუნებული სტატუს კვოთი

„ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და გვესმის, რომ გავლენას ვერ მოვახდენთ, გარდა იმისა, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს სფეროში“, - განუცხადა BBC-ს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, მილტონ ჰაიგმა

„თუ ექვს ერში სათამაშოდ თანხის გადახდა იქნება საჭირო, გვითხარით რაოდენობა და ჩვენც გაგცემთ პასუხს. ჩვენი საქმეა, რომ ამაზე საუბარი დაიწყონ და თუ შევძლებთ, რომ ეს საუბარი გაგრძელდეს შემდგომ, იმედია, მხარდაჭერას მივიღებთ არა მხოლოდ მედიისგან, არამედ ექვსი ერის შიდა სტრუქტურებისგანაც“, - ამბობს ჰაიგი

BBC წერს, რომ ნაკრებისთვის ექვს ერში სათამაშოდ მილიონები იქნება საჭირო, თუმცა ეს საქართველოსთვის პრობლემა არ იქნება. ხელისუფლებისა და მილიარდერის, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, საქართველოს აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიო რაგბიში.

„თუ პოტენციალს ეძებთ, ერთი რამ, რაც ვიცით, არის ის, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპულ ბაზარს შემოვიტანთ, ჩვენ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არ გვიყურებენ, ხელისუფლებისა და ბატონი ივანიშვილის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, უფრო მდგრადები ვიქნებით“, - ამბობს მილტონ ჰაიგი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ სასიხარულო იქნებოდა თუ ხუთწლიან შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს.

„თუნდაც მოგვცენ სამი წელი, რათა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები როგორც მოედანზე, ასევე კომერციულად და დარწმუნებულები ვართ, რომ ორივეს შევძლებთ“, - ამბობს ჰაიგი

საქართველოს ერთ-ერთი მაღალი რანგის მოთამაშე ანტონ ფეიქრიშვილი საქართველოს ექვს ერში თამაშის პერსპექტივაზე ამბობს, რომ ნაკრებში ყველა მოთამაშეს დიდ გუნდებთან თამაშის ეშინია.

„მეტი გამოსაცდელი მატჩი გვჭირდება, რომ გავძლიერდეთ, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ახალი ზელანდიიდანაა და მართლაც ამბიციურია. ჩვენ უბრალოდ მებრძოლები ვართ. ვცდილობთ, რომ გენერალს დავემორჩილოთ და თუ ის ფიქრობს, რომ გუნდი მზად არის დიდ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, ეს დღეც ახლოვდება და ჩვენ კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ“, - ამბობს ანტონ ფეიქრიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^