Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალ ბრიტანული დუო THE KVB თბილისში კონცერტს გამართავს

24 თებერვალი, 2017 16:51

ბრიტანული აუდიო-ვიზუალური პროექტის THE KVB-ის კონცერტი, პროექტ „მუზამეს“ ფარგლებში, ხვალ, 25 თებერვალს, საკონცერტო დარბაზ  SPACEHALL-ში გაიმართება.

THE KVB ბრიტანელი მუსიკოსის, Nicholas Wood-ის, იმავე Klaus Von Barrel-ის პროექტია, რომელიც მძიმე პოსტ-პანკსა და ინდუსტრიულ ჟღერადობას აერთიანებს. 2010 წელს პროექტს ვიზუალ არტისტი Kat Day შეუერთდა და 2012 წელს დუოს პირველი ალბომი Always Then გამოვიდა. 2013 წელს ლეიბლზე A Recordings მათი მეორე დისკი Minus One.

2015 წელს THE KVB-ით  Portishead-ის წევრი, ჯეფ ბეროუ დაინტერესდა და მის ლეიბლზე Invada მორიგი ალბომი Mirror Being ჩაიწერა.  2015 წელს THE KVB ასევე მონაწილეობდა ტურნეში Psychic TV-სთან ერთად. 2016 წელს ბენდმა რიგით მეოთხე ალბომი Of Desire გამოუშვა, რომელიც მუსიკის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

THE KVB-ისთან ერთად SPACEHALL-ის სცენას 2015 წლის ელექტრონავტის გამარჯვებულ Kozmana, Tete noise  და VazhMarr დაიკავებენ. საკონცერტო ღამე 20:00 საათზე დაიწყება.

„მუზამემ“ უკვე დააანონსა რიგით მე-9 არტისტიც - არტ-პოპ ჯგუფის The Irrepressibles-ის კონცერტი 10 მარტს გაიმართება

">

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^