Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოხანაშვილი: არ მჯერა, რომ მამალაძეს ვინმეს მოკვლა უნდოდა, ამას ვერ დავიჯერებ

26 თებერვალი, 2017 22:42

„არ მჯერა, რომ მამალაძეს ვინმეს მოკვლა უნდოდა, ამას ვერ დავიჯერებ", - ამის შესახებ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2”-ის გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი” განაცხადა. 

„მამა გიორგი მამალაძე არ არის ის ადამიანი, რომ ვინმეს მოკვლა შეძლოს. ის არის იმ უსამართლობის მსხვერპლი, რაც მე ვახსენე ჩემ შესახებაც. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი, ორგანიზებული მზაკვრობა, რაც სამწუხაროდ სისრულეში მოიყვანეს. ციხე შიდნიდან ტყდებაო, დარწმუნებული ვარ, რომ შიგნიდან არიან ჩარეულები. ჯერ გარკვევის პროცესში ვარ", - განაცხადა ოხანაშვილმა. 

მისი თქმით, იყო და ახლაც არის მცდელობები, რომ რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან [ე.წ. ციანიდის საქმე] დაკავშირება.

„ჩემთვის ისევ ბურუსით არის მოცული საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა გავიდა. მე მას [მამა გიორგი მამალაძეს] ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი რა პრობლემებიც იყო, რასაც ის ებრძოდა და რაზეც ის მუშაობდა, კერძოდ ქონებებზე.... მამა გიორგიი ჰქონდა წვდომა უამრავ დოკუნტაციაზე, ამ ეტაპზე მე ამის პასუხისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავლაში მე ამაზე არ ვისაუბრებ", - ამბობს ოხანაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას, ოხანაშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, თავადაც გარკვევის პროცესშია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^