Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგანტური ხეების გადატანის გამო, წუხანდლიდან ნატანებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

27 თებერვალი, 2017 13:08

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებს გვიან ღამიდან ელექტოროენერგია არ მიეწოდება.

სოფლის რწმუნებული ჯონი ღლონტი „ლიბერალის“ შეკითხვაზე, რატომ შეეზღუდა ნატანების მოსახლეობას ელექტროენერგია, პასუხობს, რომ იყო დაზიანება და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ხოლო დამატებით შეკითხვას, უკავშირდება თუ არა შუქის გამორთვა გიგანტური ხეების გადატანას, რწმუნებულის პასუხია - „ნაწილობრივ“.

მისი თქმით, ხეების გადატანის გამო იმდენი სადენის ჩახსნა არ გამხდარა საჭირო, რა მასშტაბითაც ელექტროენერგია გამოირთო, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას შუქი ხეების გადატანის გამო არ მიეწოდებოდა.

გვიან ღამით ურეკი-ნატანების იმ მონაკვეთზე, რომლის საშუალებითაც იგეგმება სამი გიგანტური ხის ტრანსპორტირება შეკვეთილში,  დენდროლოგიურ პარკში, ხეების გადატანა ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა კომპანია ზიმოს წარმომადგენლებთან.

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^