Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა კონტრასიგნაცია დასჭირდეს

28 თებერვალი, 2017 12:48

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ამის თაობაზე მოსაზრება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში გამოითქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

„საუბარია იმაზე, თუ რაზე შეიძლება გავრცელდეს კონტრასიგნაციის პრინციპი - ანუ ის, რაც არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია, სწორად დავინახოთ. ჩვენ უფლებების ჭრილში სისტემურად ვუყურებთ საკითხს. როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში თავსებადი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და მთავრობის მეთაურია პრემიერი, უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის განაწილების სისტემაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირების შეტანა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^