Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ შეშფოთებულია აფხაზეთის რეგიონში საქართველოს გამშვები პუნქტების დახურვის გამო

07 მარტი, 2017 11:25

აშშ-ს საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახუროს საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტი.

"ეს ქმედება კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს. მსგავსი ქმედებები იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ სირთულეებს და ხალხს უქრობს ნდობასა და თავდაჯერებულობას. ამასთანავე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს – აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად, _ ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატების მოწოდებაა, კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს, იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^