Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც 18 წლის ბიჭი იმსხვერპლა, პირს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

15 მარტი, 2017 17:47

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რასაც 18 წლის ნიკა ყოლბაიას სიცოცხლე შეეწირა, ბრალდებულ ი. ფირცხალაიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედებოდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო. ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

პროკურორის განცხადებით, 2016 წლის 24 ოქტომბერს ი. ფირცხალაიშვილი კოსტავას ქუჩაზე მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, არ შეჩერდა წითელ შუქნიშანზე და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნიკოლოზ ყოლბაიას, რომელიც გზას კვეთდა ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე, ქვეითებისთვის განკუთვნილ შუქნიშნის მწვანე ფერზე. საგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანების შედეგად ნიკოლოზ ყოლბაია 2016 წლის 24 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„დათვურ სამსახურს ამ ადამიანს არ გავუწევ. წლების მერე, როდესაც ჭაღარა შეერევა თმაში  და თავის შვილებს თვალებში ჩახედავს, უნდა იცოდეს, რომ მოქალაქეობრივი ვალი ნიკოლოზის წინაშე მოიხადა და ღვთის წინაშეც შეიმსუბუქა ეს სასჯელი. იმიტომ, რომ ეს არ არის, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა...  მე ვთვლი, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და აღსრულდეს ისე როგორც საჭიროა. 8 ოქტომბერს რომ გაქვს მართვის მოწმობა აღებული და 24 ოქტომბერს ამას სჩადიხარ, იქამდე წვრილ-წვრილი რაღაცებიც გაქვს ჩადენილი გაქვს, ღერძულა ხაზს რომ კვეთ შუა ქალაქში  და წითელზე მიდიხარ, იქ ხომ ვიღაც შეიძლება მოდიოდეს. ეს 20 წლის ბიჭმა უნდა გაითავისოს. კიდევ ის უნდა გაითავისოს, რომ მამას არ უნდა გაჰყვეს სახლში [ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული], „მე ადამიანი მოვკალი“ - აი, ეს უნდა იცოდეს. მე ვეტყვი მას, რაც მშობლებმა არ უთხრეს, მე ნიკა ყოლბაიას სახლში არ წავიყვანდი ასეთი ფაქტის შემდეგ, არ წავიყვანდი და ნიკაც არ გამომყვებოდა... თუ ჩემს ნიკას განგებით ეს ელოდა, განგებით განსაცდელი ელოდა იმ ადამიანსაც, რომელმაც ეს ჩაიდინა და მან ღირსეულად უნდა აგოს პასუხი. მე ასე მიმაჩნია“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე გარდაცვლილის დედამ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...

დღეს ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში მოსახლეობა დააზარალა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...
23 აპრილი
23 აპრილი

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი ს ...

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადა ...
23 აპრილი
23 აპრილი

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" „ახალი ...

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" რიგით მეორე „საყოველთაო შეკრებას" გამართავს. მათი თქმით, წლე ...
^