Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის

16 მარტი, 2017 12:32

„ევროპული საქართველო“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის. მას პარლამენტში დღეს წარადგენენ. პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროგრამის შინაარსზე დეტალურად ილაპარაკა.

კერძოდ,  პროგრამის 7 პუნქტის მიხედვით: ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი უნდა განახევრდეს; დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ; უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს; საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე; განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე; იმპორტის გადასახადი გაუქმდეს; საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

„ქართული ოცნების“ 5-წლიანი მმართველობის შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. აშკარაა ეკონომიკური სტაგნაცია, ფასების ზრდა და ცხოვრების გაძვირება. მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, გაზრდილი ხარჯი.

გადასახადების ზრდა ასიათასობით ოჯახმა საკუთარ შემოსავალზე იგრძნო. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და გაზრდის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს. „ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯის შეკვეცას ეყრდნობა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ჭიაბერაშვილისვე განმარტებით, „ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, „ჯამში, შედეგად მოგვცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას; სამუშაო ადგილების შექმნას; კეთილდღეობის ზრდას”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^