Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია - აშშ-ის საელჩოს განცხადება

16 მარტი, 2017 14:27

ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად გაიმართა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას  შტატების საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია - ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი მიმართული საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ; გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარ ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კ ...
24 ივნისი
24 ივნისი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსა ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ ...
24 ივნისი
24 ივნისი

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ...

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ა ...
^