Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები რომ ამოქმედდეს, ის მომდევნო პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს

17 მარტი, 2017 11:43

„მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხზე შეთანხმება და ის მოდელი, რომელიც იქნება წარმოდგენილი. ეს ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას 2/3-ის უმრავლესობით, ოღონდ ერთი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს მომდევნო პარლამენტმა, ხოლო თუ პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს 3/4-ის უმრავლესობით, მაშინ ეს ცვლილება ამოქმედდება მეორე პარლამენტის მიერ დამტკიცების გარეშე“,- ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა, ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის სხდომა 11 საათი გრძელდებოდა და ჯგუფის წევრები არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. 

„ეს საკითხები ეხება პრეზიდენტის აქტებზე კონტრასიგნაციის საკითხს, სადაც შევთანხმდით, რას სჭირდება და რას არ სჭირდება კონტრასიგნაცია. ჩემი აზრით, ეს საკითხი სწორად გადაწყდა. არის მთელი რიგი საკითხები, სადაც პრეზიდენტი სხვებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის მაგალითად შეწყალების საკითხი, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და კიდევ რიგი სხვა საკითხებისა“.

ხმალაძის განმარტებით, სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს და შეთანხმდნენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზეც. ახალი მოდელის თანახმად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორმა ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც უნდა დაასახელოს.

„მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოხდება ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმით, რაც ნიშნავს იმას, რომ, როცა მოხდება ინიცირება უნდობლობის გამოცხადებისა, ინიციატორებმა უნდა დაასახელონ აგრეთვე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ამ პრემიერ-მინისტრმა უნდა შეადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, წარუდგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტი ამ მთავრობას გამოუცხადებს ნდობას, ჩაითვლება, რომ მოქმედ მთავრობას გამოეცხადა უნდობლობა, ანუ თუ მინდა მთავრობა გადავაყენო, ამ საკითხს რომ ვსვამ, მე ასევე უნდა ვთქვა, ვინ მინდა, რომ იყოს. კენჭი ეყრება იმას, ვინც მინდა და თუ პარლამენტმა მხარი დაუჭირა, მოქმედი მთავრობა იქნება წასული. მიიჩნევა, რომ ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური მოდელი უნდობლობის გამოცხადებისა. მეორე შემთხვევა - მთავრობას აქვს უფლება, პარლამენტის წინაშე დასვას თავის მიმართ ნდობის საკითხი და თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მაგრამ იმავდროულად კონსტიტუციურად განსაზღვრულ ვადაში არ შექმნა ახალი მთავრობა, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ანუ თუ ამ მთავრობას არ ენდობი და ვერც ისეთს ქმნი, როგორსაც ენდობი, მაშინ კი უნდა წახვიდე სახლში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^