Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუმსიშვილი: 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

17 მარტი, 2017 12:24

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამით 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა. მან გალარების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამ პროგრამით 4 500 ოჯახი შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან დაზღვეულია.

„ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა, გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

გალარების პროგრამა დღეს სრულდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^