Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის" სარეფერენდუმო კითხვის რეგისტრაციის უარზე საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

17 მარტი, 2017 18:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის" საჩივარი.

„გირჩი" მოითხოვდა, გაუქმებულიყო ცესკოს გადაწყვეტილება, რითაც მათ კანაფთან დაკავშირებით სარეფერენდუმო კითხვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ.

„გირჩის“ სარეფერენდუმო კითხვა იყო - „თანახმა ხართ თუ არა, რომ მოხდეს კანაფისა და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაცია, ანუ ისევე რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქო და სპირტიანი სასმელები?“

ცესკომ ამ კითხვის რეგისტრაციაზე უარი 9 მარტს მიიღო.

ცესკოს განმარტებით, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული კითხვა ბუნდოვანია და რეფერენდუმში მონაწილეთათვის გაუგებარი იქნება, თუ რა იგულისხმება სიტყვებში „კანაფი და კანაფის პროდუქტები“.

მათივე თქმით, ასევე, ბუნდოვანი და გაურკვეველია, რა იგულისხმება კანაფისა და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაციაში.

„ტერმინ „ლეგალიზაციის“ კანონისმიერი განმარტება მოცემულია მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას წარმოადგენს უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება). თუმცა, განსახილველი საკითხის სამართალურთიერთობის ჭრილში, ტერმინი „ლეგალიზაცია“ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში არ არის განმარტებული და ამ მხრივაც სარეფერენდუმო შეკითხვის ეს ნაწილიც გაურკვეველია, თუ ზუსტად რას შეიძლება მოიცავდეს ტერმინი „ლეგალიზაცია“ მისი შინაარსის თვალსაზრისით", - აღნიშნულია ცესკოს განკარგულებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^