Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შოთაძე: ჩვენ მომხმარებლების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია მოვახდინეთ

20 მარტი, 2017 12:42

საქართველო პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ  სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია მოახდინა. - ამის შესახებ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საუბრობს. 

„ჩვენ სტრატეგიაშიც გვიწერია, რომ ამ მიმართულებით  ვაგრძელებთ მუშაობას და გარკვეული ნაბიჯები გადადგმასაც ვაპირებთ. ასევე გვაქვს დაგეგმილი მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებება, რაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის შემცირებას.

ხოლო შეკითხვაზე, უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკების მოხმარება პატიმრობით?  - შოთაძე პასუხობს:

„მოხმარებისთვის არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც განსაზღვრულია, კონკრეტული დანაშაულისთვის პირი რა სასჯელით  უნდა ისჯებოდეს. შესაბამისად, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული და არა ჩემი მოსაზრებებით". 

საქართველოს პროკურატურაში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^