Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია: შეთანხმებით, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე

20 მარტი, 2017 21:23

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა.

თბილისის მერიის ცნობით, მცირე მეწარმეებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზებები, თუ სად და რა ფორმით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიასა და ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ საქმიანობა. მათთვის გათვალისწინებულია შეღავათები - პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან. 

„ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს შევხდით. დეტალურად განვუმარტეთ, რატომ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის შეზღუდვა. ასევე, ავუხსენით, რას სთავაზობს, თბილისის მერიის ჩართულობით, მათ ბაზრობების ასოციაცია. აქ იგულისხმება რეგისტრაციის გავლა იმ ბაზრობებზე, რომელსაც თავად მოვაჭრეები აირჩევენ. გარდა ამისა, ისინი, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისაგან და ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში ექნებათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

თბილისის მერიამ უნებართვო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ანალოგიური ღონისძიებები, უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა ადგილებშიც განხორციელდება. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^