საბურთალოზე მანქანა გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" შსს-ში დაუდასტურეს.
სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძება სს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.