Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: მიუღებელია, კომპანია ახორციელებდეს ტენდერს და თანამშრომელს ხელფასს უგვიანებდეს

23 მარტი, 2017 11:09

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და ხელფასს უგვიანებენ თანამშრომლებს. მან სამართალდამცავებს მოუწოდა, მსგავს შემთხვევებზე იყოს მკაცრი რეაგირება. 

„ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი გვქონდა, განსაკუთრებით ეს არის მუნიციპალური ტენდერების შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიღებელი პრაქტიკა. მინდა, გთხოვოთ ბატონო ზურაბ [ზურაბ ალავიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი], რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზირისით", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, თუ კი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, მას უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა. თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. მინდა, სამართალდაცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორცელებულ პროექტებში მონაწილეობენ, უნდა მიიღონ დროული ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტებს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება", - განაცხადა პრემიერმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^