Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანთაძე: განცხადება იმისთვის არ გაგვიკეთებია, რომ ამას სამართლებრივი შეფასება მოჰყოლოდა

23 მარტი, 2017 17:22

„რეაგირების მოლოდინი არანაირად არ გვქონია. განცხადება იმისთვის არ გაკეთებულა, რომ ამას მისცემოდა სამართლებრივი შეფასება“, - ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე შსს-ს მიერ „აუდიტორია 115-ის“ საზმაუში შეჭრის გამო გამოძიების სს კოდექსით დაწყებას.

ანთაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ აღმასრულებელი საბჭო, შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, ამას განცხადებაში თავადვე მიუთითებდა.

 „არ ვარ საქმის კურსში. ჩვენ მაშინ ნამდვილად არ მოგვითხოვია ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე გაგრძელება და სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება. ამიტომ, ამ წუთას თქვენი ინფორმაცია ჩემთვის მოულოდნელია... არავითარი მოლოდინი არ გვქონია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რომ გვდომოდა, რომ ამას ჰქონოდა სხვა კვალიფიკაცია და შესაბამისი უწყებები ჩართულიყვნენ, მოვითხოვდით ამას პირდაპირ ჩვენს განცხადებაში“, - უთხრა ანთაძემ „ლიბერალს“.

მისივე განმარტებით, განცხადება იმისთვის არ გაუვრცელებიათ, რომ საკითხს სამართლებრივი შეფასება მისცემოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ლიბერალს უთხრეს, „აუდიტორია 115-ის“ წევრების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

9 თებერვალს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღმასრულებელი საბჭო აქციის მონაწილეების მაუწყებლის ფოიეში შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა და მას „ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეში ხელყოფა" უწოდა.

მათ თქმით, „ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს". 

საზმაუს საბჭო: შენობაში შეჭრა იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^