Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიევში ყოფილი რუსი დეპუტატი მოკლეს

23 მარტი, 2017 18:59

ყოფილი რუსი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევში სასტუმროსთან მოკლეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, ვორონენკოვი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიკტორ იანუკოვიჩის საქმეში, რომელიც სახელმწიფო ღალატს ეხება, მთავარი მოწმე იყო. 

The Guardian-ის ინფორმაციით, ვორონენკოვსა და მის დაცვას თავს სასტუმროდან გამოსვლის დროს დაესხნენ. 

ვორონენკოვმა, რომელსაც ბრალს თაღლითობაში სდებდნენ, რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ სასტუმროსთან გასროლის ხმა 7-ჯერ გაისმა. 

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას კიევის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მკვლელობა შეკვეთილი იყო.

პრეზიდენტმა პოროშენკომ მომხდარს რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმი" უწოდა. მისი თქმით, ეს მკვლელობა „რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა".

რუსეთი ბრალდებებს „აბსურდულს" უწოდებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^