Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა მიშველაძე: მთავარია, სასამართლომ დაადგინა, რომ „მაუწყებელმა“ უკანონოდ გამათავისუფლა

24 მარტი, 2017 11:42

პრეზიდენტის პრესსპიკერი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

„რაც მთავარია, დადგინდა, რომ ჩემი გათავისუფლება იყო უკანონო" - ამბობს მიშველაძე.

ეკა მიშველაძის ადვოკატის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების ნაწილში. მისი აზრით მთავარი ისაა, რომ სასამართლოს აზრით, მიშველაძის გათავისუფლებით შრომის კოდექსის მოთხოვნები დაირღვა.

როგორც ადვოკატი ამბობს,  დასაბუთების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტენ, რამდენად მიზანშეწონილია იმ მუხლების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საქალაქომ არ დააკმაყოფილა.

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალიტ ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის 11 თებერვლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაეკისრა ეკა მიშველაძისთვის 30 ათასი ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის გადახდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^